ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტრამპი: “ჩემმა რეიტინგმა 50%-ს მიაღწია და ეს გაცილებით მეტია ვიდრე მატყუარა ობამას ჰქონდა”

დონალდ ტრამპის რეიტინგი 50%-ს შეადგენს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაციას Rasmussen Reports მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდი Rasmussen-ს სამართლიანი გამოკითხვისთვის. ახლახან პოპულარობის 50%-ს მივაღწიე. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მატყუარა ობამას ჰქონდა პრეზიდენტობის იმავე პერიოდში“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

Rasmussen Reports-ის კვლევის შედეგების თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეიტინგი 3 პუნქტით გაიზარდა და 50% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის იმავე პერიოდში, ანუ 2010 წლის 2 აპრილს ბარაკ ობამას რეიტინგი 46%-ს შეადგენდა.

იტვირთბა....