ენძელა სააკაშვილზე: "უტოპიურ ადამიანებზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ" - Metronome.Ge
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ენძელა სააკაშვილზე: “უტოპიურ ადამიანებზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ”

არ მგონია, რომ ასეთი ინდივიდების გამოხტომამ რამე საფრთხე შექმნას, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

“უტოპიურ ადამიანებზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ. ჩემთვის სააკაშვილის აზრს არანაირი მნიშნელობა არ აქვს. არ მგონია, რომ ასეთი ინდივიდების გამოხტომამ რამე საფრთხე შექმნას”, – აცხადებს მაჭავარიანი “ტვ პირველთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ – ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. სააკაშვილმა ვიდეო მიმართვა პარტიის სახელით გაავრცელა. მისი თქმით,  ის საქართველოში ჩამოსვლა და იმ დაპირებების შესრულებას აპირებს, რომელსაც ის ქვეყნის მოსახლეობას აძლევს.

პრეზიდენტმა ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა, იმ მძიმე სოციალური ფონის შესახებ, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობა ცხოვრობს, სააკაშვილი აცხადებს, რომ აქვს კონკრეტული გეგმა როგორ გაუმჯობესდეს სოციალური მდგომარეობა.

„მდგომარეობა არის კატასტროფული და გული მიკვდება, როცა ვუყურებ ქართული ოჯახების გაჭირვებას. ივანიშვილი საქართველოში აკეთებს ზუსტად იმავეს, რაც მან იცის 90-იანი წლებიდან. ის მოელაპარაკა რამდენიმე ბანკს და ბანკების დახმარებით დაკავებულია ქვეყნის გაჩანაგებით.

„ჩვენ ამ მაფიას, მე მიხეილ სააკაშვილი ამ მაფიას ვეუბნები, რომ ჩვენ გავაუქმებთ თქვენს მმართველობას, ჩვენ დავუბრუნებთ ეკონომიკურ ძალაუფლებას ქართულ ოჯახებს, თითოეულ ქართველს და ნამდვილ ქართულ ბიზნესებს. როდესაც ჩვენ ამას მივაღწევთ, ეს მოგვცემს საშუალებას გავზარდოთ ხელფასები.

„ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოში მინიმალური პენსია იქნება 400 ლარი და ეს არის ძალიან ადვილი…“-აცხადებს სააკაშვილი.

სააკაშვილის თქმით, ასევე უნდა გაიზრდება მასწავლებლების ხელფასი, ხოლო პოლიციელთა მინიმალური ხელფასი 2000 ლარი უნდა გახდეს.

სააკაშვილის თქმით, ამ ფაქტორების გათვალისწინებით მოხერხდება შეჩერდეს ქვეყნიდან ხალხის გადინება. სააკაშვილის განცხადებით, ის თავად აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და ამ მიმართულებით მუშაობას.

„მე ვაპირებ ამით დავკავდე მე თვითონ. ახლა ისინი ჩემზე შემდგომ საქმეებს აღძრავენ, მხოლოდ იმ მიზნით, რომ არც ვიფიქრო საქართველოში ჩასვლა, ვერ მოესწრებით, მე ჩამოვალ საქართველოში და ყველა ამ პროგრამას მე განვახორციელებ ჩვენს გუნდთან ერთად, მე არ მივატოვებ ქართველ ხალხს განსაცდელში. მაფიის თარეში უნდა დასრულდეს, საქართველო უნდა გათავისუფლდეს და ამოისუნთქოს შვებით,“-აცხადებს სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ამავე თემაზე
იტვირთბა....