ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში დღეს და ხვალ ძლიერი ქარი და წვიმაა მოსალოდნელია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 – 4 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი, კახეთის რეგიონში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ზღვაზე შესაძლებელია 3 – 4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია 5 აპრილამდე მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.

იტვირთბა....