რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დიდ ბრიტანეთში მოწამლული რუსი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპლის მოწამვლის საკითხზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ დიპლომატიაში არსებობს პრინციპი, რომლის მიხედვითაც ისე უნდა მოიქცე როგორც გექცევიან.
“დიპლომატიაში არსებობს პრინციპი, რომლის მიხედვითაც შენ ისევე უნდა მოიქცე, როგორც შენ მოგექცევიან და ეს პრინციპი არავის გაუუქმებია. როგოც ბავშვობაში ვამბობდით, „ვინც პირველმა დაიწყო, მან უნდა შეწყვიტოს.“ ჩვენ არ გვინდა ბავშვურ თამაშებში ჩავერთოთ, მაგრამ ჩვენი პარტნიორები ამას აკეთებენ. რამდენად შორს წავა ეს ყველაფერი, ჩვენზე არ არის დამოკიდებული“ – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი, აშშ და რამდენიმე ქვეყანა დეზინფორმაციას ავრცელებს.
“ჩემი აზრით, ახლა, დიდი ბრიტანეთი, აშშ და რამდენიმე ქვეყანა, რომელიც მათ ბრმად მიჰყვება, აშკარად იტყუება და დეზინფორმაციას მიმართავს. ჩემი აზრით, ამას საკმაოდ მშვიდად ვპასუხობთ და დაჟინებით ვამტკიცებთ, რომ ნებისმიერი ბრალდება ფაქტებით უნდა იყოს დასაბუთებული“ – განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ ოცზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, გააძევა თავისი ქვეყნიდან რუსი დიპლომატები ბრიტანეთში ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის იულიას ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლის გამო. 140 რუსი დიპლომატის გაძევება კრემლისთვის უბრალო გაღიზიანებასა და დისკომფორტზე უფრო მეტია და მტკივნეული.