ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნათელაშვილი: ახალი მილიარდების საშოვნელად, ივანიშვილმა გადაწყვიტა, დატბოროს მთელი საქართველო

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი საქართველოში ჰიდროსადგურების მშენებლობას, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებს უკავშირებს. მისი თქმით, ივანიშვილი საკუთარი ნტერესებისთვის მთელი საქართველოს დატბორვას აპირებს. ნათელაშვილმა დღეს საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობოებს გაერთიანებისკენ და გარემოს ერთიანი ძალებით დაცვისკენ მოუწოდა.

„შავი კრიმინალური ფულის გასათეთრებლად და ენერგეტიკაში ახალი მილიარდების საშოვნელად, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, დატბოროს მთელი საქართველო. ამ მიზნით, შენდება 50 ჰესი… მე მოვუწოდებ მოსახლეობას, შექმენით წინააღმდეგობის კომიტეტები და არ დაუშვათ ამ სამუშაოების დაწყება. მე მოვუწოდებ მთელ ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას, ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დავამთავროთ მთავარი ფაროსანას პარპაში მთელ ქვეყანაში,“ – განაცხადა ნათელაშვილმა.

იტვირთბა....