ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ტატუნაშვილის მკვლელობიდან 40 დღე გავიდა – დღეს მას 35 წელი შეუსრულდებოდა

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები და ასევე მთავრობის წევრები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. დღეს ქართველ სამხედროს 35 წელი შეუსრულდებოდა.

„დღეს მისი 35-ე დაბადების დღეც არის და ოჯახს ამხელა ტრაგედიითა და ტკივილით უწევს ამ თარიღთან შეხვედრა, პირველ რიში, მინდა გითხრათ, რომ როგორც ადრე განვაცხადე. გამოძიება მიმდინარეობს და ჩვენი ინტერესი და ისევე როგორც ჩვენი საზოგადოების ნებისმიერი წევრის,  ჩვენი პარტნიორების, დარწმუნებული ვარ, გახლავთ ის, რომ ეს გამოძიება მაქსიმალურად ობიექტურად ჩატარდეს, იმისათვის რომ დადგინდეს ზუსტი გარემოებები და გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები, ვინც ეს ჩაიდინა,“ – განაცხადა “კურიერთან” საუბრისას ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი შაბათს დაკრძალეს. ის რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს ცხინვალში და წამებით მოკლეს. ოკუპანტები 26 დღის განმავლობაში არ უგზავნიდნენ ცხედარს მოკლულის ოჯახს.

იტვირთბა....