საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, რომელიც ამ თანამდებობას 2012 წლიდან იკავდებდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნა.
მან მინისტრი ზურაბ ალავიძე შეცვალა, რომელმაც პოსტი განცხადების საფუძველზე დატოვა. ალავიძეს კერძო სექტორში დაბრუნება სურს. ინფორმაციას“ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს
ოპოზიციის აზრით, ალავიძე პოსტიდან კორუფციული გარიგებების გამო გადააყენეს. “ევროპულმა საქართველომ“ გზების დეპარტამენტთან დაკავშირებული მასალები სუსს მიაწოდა.