გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +17, +22 გრადუსია მოსალოდნელი.
3 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა + 10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.
2 აპრილს ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს. 3 აპრილს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო – დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.