ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მესტია-ჭალა ჰესის“ მშენებელობის წინააღმდეგ აქცია გრძელდება

მესტიის მოსახლეობა „მესტია-ჭალა ჰესის“ მშენებელობის წინააღმდეგ აქციას განაგრძობს. ადგილობრივები “პირველი რადიოს” თანახმად, ადგილზე რჩებიან. მათ გუშინ გზა გადაკეტეს და სპეციალური ტექნიკა არ გაატარეს. ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა.

შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელთან ერთად აქციის მონაწილლებს ღამით რამდენჯერმე შეხვდა.

სოფელ ლენჯერში ადგილზე რჩება ასევე სპეცდანიშნულების რაზმი. მესტიის ცენტში მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობდა გადაკეტილ გზას, რათა სამართალდამცველებს გზა არ გაეხსნათ.

სპეცდანიშნულების რაზმის გამოყენების შემთხვევაში მოსახლეობა სვანეთში არეულობას არ გამორიცხავს.

წყარო: pirveliradio.ge

იტვირთბა....