მინდა, ჩვენი პარტიის აქტივისტებმა იცოდნენ ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეები. სამწუხაროდ, ხშირად მასმედიით არ შუქდება ყველა იმ წარმატების შესახებ, ამიტომ პარტიულ კონფერენციაზე გთხოვთ მოთმინებას და ყურადღებას, რათა ვისაუბრო ქვეყნის აღმშენებლობაზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა გორის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
“მინდა, ჩვენი პარტიის აქტივისტებმა იცოდნენ ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეები. სამწუხაროდ, ხშირად მასმედიით არ შუქდება ყველა იმ წარმატების შესახებ, ამიტომ პარტიულ კონფერენციაზე გთხოვთ მოთმინებას და ყურადღებას, რათა ვისაუბრო ქვეყნის აღმშენებლობაზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს, ვხედავთ უამრავ პრობლემას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ის წარმატებები, რომლებიც ჩვენ გვაქვს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.