დე-ფაქტო აფხაზეთში ელჩად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ალექსეი დვინიანინი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ალექსეი დვინიანინმა სემიონ გრიგორიევი შეცვალა, რომელიც 2008 წლიდან ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ელჩი იყო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დსთ-ს ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას ეკავა და ასევე ჟენევის დისკუსიებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.
ინფორმაციას 1tv ავრცელებს