ისრაელ-ღაზას საზღვარზე შეტაკებას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 350-მდე კი დაშავებულია, -ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ღაზას მოსახლეობა ისრაელის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე პალესტინელების შეშვების მოთხვონით ე.წ. „დაბრუნების მარშს“ აწყობს.
აქციის მონაწილებს, რომლებიც ისრაელის საზღვარს უახლოვდებოდნენ, ისრაელის არმიამ ცეცხლი გაუხსნა, გამოყენებულია რეზინის ტყვიები. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ცეცხლი აქციის მთავარ მონაწილეებს გაუხსნეს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, პალესტინელებს ისრაელის სუვერენიტეტის დარღვევის საშუალებას არ მისცემენ. უსაფრთხოების ღობესთან მოახლოებისას კი პალესტინელები სიცოცხლეს საფრთხეში ჩაიგდებენ. პალესტინელები აქციებს მაისის შუა რიცხვებამდე მოაწყობენ. მათ კარვები ხუთ სხვადასხვა ადგილას განათავსეს.

