ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ინაშვილი: “პრემიერო, ვალდებული ხართ, კიდევ გააკეთოთ განცხადება და რუსეთთან არსებული დაძაბულობა გაანეიტრალოთ”

საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ირმა ინაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადება, რომ რუსეთიდან იმდენივე დიპლომატს გააძევებენ, რამდენიც ბრიტანეთის სოლიდარობის ნიშნად 27 ქვეყანამ გააძევა, არის პასუხი აგრესიასა და რუსეთის ლანძღვაზე.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ხელისუფლებას სთხოვს, ვითრების განმუხტვის მიზნით, შესაბამისი განცხადება გააკეთონ.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, საიდანაც კარგად ჩანს, რა ქმედებების განხორციელებას აპირებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში. ეს არის პასუხი ბოკერიას რეზოლუციაზე, დიდი ბრიტანეთისადმი, თითქოს. გამოცხადებულ სოლიდარობაზე, რომელიც, პრინციპში, ჩვენს სახელმწიფოს, ქვეყანას არ სჭირდება. ეს არის პასუხი აგრესიაზე, ზიზღზე, რუსეთის მუდმივ ლანძღვა-გინებაზე.

საქართველო-რუსეთს შორის ვითარება დღეს იმდენად დაძაბულია, რომ თქვენ, საქართველოს პრემიერი, ვალდებული ხართ, სასწრაფოდ გააკეთოთ კიდევ ერთი განცხადება რუსეთის ხელისუფლებისადმი და ყველა ღონეს მიმართოთ იმისთვის, რომ განეიტრალდეს კრიტიკული, დაძაბული ვითარება”, – აცხადებს ინაშვილი.

იტვირთბა....