საქართველოს რაგბის ნაკრები მაისის ბოლოსა და ივნისში 4 ტესტ-მატჩს გამართავს. ინფორმაციას რაგბის ფედერაცია ავრცელებს.
31 მაისს “დინამო არენაზე” ფრანგ ბარბაროსებს ვუმასპინძლებთ, 9 და 16 ივნისს ფიჯიში ტონგასა და ფიჯის შევხვდებით, ხოლო 23-ში ტოიოტაში იაპონიას დავუპირისპირდებით.