ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბრიტანეთის ელჩმა საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა.

ელჩმა საქართველოს საგარეო უწყების ხელძღვანელს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, რომელიც საქართველომ გამოხატა ბრიტანეთისადმი და მათი ნაბიჯებისადმი ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე რეაგირების კუთხით.

დიდი ბრიტანეთი და საქართველო, როგორც სტრატეგიული პარტნიორები, აღნიშნულ ფაქტს განიხილავენ საერთო უსაფრთხოებისთვის სერიოზულ გამოწვევას და ხაზს უსვამენ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული პოზიციის აუცილებლობას.

დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მის შვილის მოწამვლის გამო, საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს აძევებს. შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 10 რუსი დიპლომატი მუშაობს.

29 მარტს დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაკკენზ სმიტმა საქართველოს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

იტვირთბა....