ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ჭიჭინაძე: “თუ რუსი დიპლომატის გაძევება გვინდოდა, სანამ სერგი კაპანაძე იტყოდა, იქამდე უნდა გვექნა ეს”

ქართული ოცნების დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ ტვ პირველთან რუსი დიპლომატის საქართველოდან გაძევების შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას სერგი კაპანაძის ჭკუაზე სიარული კარგს არაფერს მოუტანს.

“სერგი კაპანაძემ მოითხოვა, მე როგორც ვიცი და ჩვენი ხელისუფლება ისევ აყვა. მე ვფიქრობ, რომ რასაც ითხოვს ჩვენი ოპოზიცია, ყველაფერი არის ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო. დიპლომატის გაძევებაც სოლიდარობის ის არის.

თუ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვიღებდით, უნდა მიგვეღო იქამდე, ვიდრე სერგი კაპანაძე განაცხადებდა ამაზე და შემდეგ მის ჭკუაზე სიარული, მე ვფიქრობ, სიკეთეს ჩვენს ქვეყანას არ მოუტანს.

თუ ბოლომდე გადავჭრით ყველა მოლაპარაკების ფორმატს, ჩვენს მოსახლეობას რას ვუშვებით. ვიცი, რომ 700 – 800 ათასი მოქალაქე რუსეთში, იმათ ხო სჭირდებათ რაღაც. ახლა ის კავშირიც რო გავწყვიტოთ, რომელიც შვეიცარიის მეშვეობით გვაქვს, ვფიქრობ, საკუთარ მოსახლეობას სირთულეს შევუქმნით და რუსებს კიდე პრაქტიკულად ვერაფერს დავაკლებთ რა”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს მიუღებელ პიროვნებად აცხადებს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში.

იტვირთბა....