ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერი მის შესაძლო გადადგომასთანა დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები. პრემიერი ამბობს, რომ მთავრობაში ცვლილებები ჩვეულებრივი ამბავია და ამაში გასაკვირი არაფერია.

„ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი. მე, ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. დამშვიდდით, დაწყნარდით. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  შესაძლოა უახლოეს მომავალშ სამთავრობო ცვლილებები განხორციელდეს და საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგეს.

 

იტვირთბა....