ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

GIPA-ს ლექტორი: “რატომ ლაპარაკობენ სექსუალურ შევიწროვებაზე უმახინჯესი “ვითომ” ქალები?!”

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული პროფესორი, ზაზა სიამაშვილი “ფეისბუქზე” სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ იმ ქალებს, რომლებიც სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობენ ქვეყნიდან გაყრიდა.

“რატომ ლაპარაკობენ სექსუალურ შევიწროვებაზე უმახინჯესი “ვითომ” ქალები?! შურის გამოხატვის ახალი ფორმაა თუ უპერსპექტივო ცხოვრების?! რა გეშველებათ?! შევიწროვება კი არა, გაგყრიდით ამ ქვეყნიდან! მერამდენე დღეა ვუყურებ და ერთი “შესავიწროვებელი” ვერ დავლანდე…. ზოოპარკის ძუძუმწოვარიც კი არ გაეკარება თქვენს მკერდს…. არც ეგ გაქვთ! უკაცრავად, ჩემს სტუდენტებთან, უხამსობას ვერ ავცდი!”, – წერს ის.

იტვირთბა....