ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ტერეზა მეი რუსეთს ახალ გრძელვადიან ზომებს პირდება

დიდი ბრიტანეთი ანტირუსული ზომების მიღებას გააგრძელებს, ამის შესახებ, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე პრემიერ მინისტრის წარმომადგენელმა გაანაცხადა.

“გუშინდელი დღე  მნიშვნელოვანი პასუხი იყო აგრესიაზე, თუმცა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, იმ გრძელვადიან ზომებზე, რითაც ვუპასუხებთ რუსეთის მხრიდან შექმნილ პრობლემას.”-აცხადებს პრემიერის კანცელარიის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შემდეგ კი ბრიტანეთმა ქვეყნიდაან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ანალოგიური ქმედება  კი ევროპის 17-მდე ქვეყანამ განახორციელა.

იტვირთბა....