ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ნაწილს ხვალ ელექროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 28 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის მცხოვრებლებს.

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცინცაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ჩალისპირების დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, ვიქტორ ნოზაძის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლებს; 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაბუკაშვილის და ჭანტურიას (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შუალედში 1,2 საათით შეზღუდვა შეეხება: სოფიკო ჭიაურელის, შიო მღვიმელის, იაკობ ნიკოლაძის, მელიქიშვილის, ლუარსაბ შარაშიძის, ანანურის და მიხეილ თუმანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის და ერეკლე ტატიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს ხევის და მზიურის პარკის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IIIა მიკრორაიონების და მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IX კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, შეშელიძის და ურეკის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, ტიბაანის, ჩარგლის, თიანეთის, მამუკა ბეინაშვილის, დავით გარეჯელის, ხორნაბუჯის, გუდამაყრის, მუხრანის და სიხარულიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანკტ-პეტერბურგის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

იტვირთბა....