ახალი ამბები მთავარი სამართალი

,,ეს არის მთავარი საიდუმლო…დიდი სკანდალი იქნება“: კუპრავა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის, ზვიად კუპრავას განცხადებით, მას ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი სკანდალური ინფორმაცია აქვს. ახალი თაობსითვის მიცემულ ინტრვიუში, კუპრავა აცხადებს რომ ეს ინფორმაცია არის მთავარი საიდუმლო, ,,რომლის დამალვასაც“ ვიაღაცეები ცდილობენ. კუპრავა აცახდებს რომ თბილისის მთავარი პროკურორის მალხაზ კაპანძის განცხადება, რომ ის ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, სიმართლეს არ შეესაბამება. კუპრავა ამბობს რომ მან ბევრი რამე იცის და ამიტომ ,,ცდილობენ გააჩუმონ“.

,,თბილისის პროკურორმა, მალხაზ კაპანაძემ მოიტყუა, როდესაც განაცხადა რომ ხორავას ქუჩის საქმეზე მოწმეების მოსყიდვის ფაქტზე, დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განმცხადებელმა ანუ მე, არ ვითანამშრომლე გამოძიებასთან, რის გამოც ისინი ვერ ახერხებენ პიტების იდებთიფიცირებას და შემდგომ მათ დაკითხვას.
ეს არის ტყუილი, რადგან თუ მე არ ვითანამშრომლე გამოძიებასთან, აბა, რის საფუძველზე დაიკითხა ბორის კაკუბავა? დაესიზმრათ ეს თბილისის პროკურატურაში?

ეს ინფორმაცია მათ ჩემგან გაიგეს…ბევრი რამ ვიცოდი და ამიტომ ცდილობენ გამაჩუმონ. ამიტომ მომაწერინეს ხელი გაუთქმელობაზე, არსად არ უნდა მეთქვა, რომ მოზარდებთან მოლაპარაკებებს ბორის კაკუბავა აწარმოებდა. მე ვითანამშრომლე გამოძიებასთან და კაკუბავას გვარი არსად არ მიხსენებია.
არ ვიცი სიადან გაჟღერდა მისი პრესაში, მომლაპარაკებელი ბაბუა რომ კაკუბავა იყო. ეს თავად პროკურატურამ დაადასტურა და ის გამოკითხვაზე დაიბარა.

საერთოდ რა არის ეს გაუთქმელობის ხელწერილი. ასე მოიქცნენ ციანდის საქმეზეც. მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი, თავად კი განცხადებებს აკეთებდნენ, რაც მათ ინტერესში იყო. ამის მიუხედავად სიმართლე მაინც არ დაიმალა. ასე იქნება აქაც….ბევრად უფრო დიდი სკნდალი იქნება.“-აცახდებს კუპრავა ახალ თაობასთან ინტერვიუში.

წყარო: “ახალი თაობა”

იტვირთბა....