ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ განაცხადა, რომ ქუთაისში 2037 ხე მოიჭრა.
შუშანიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს მერიას, გამოიყოს თანხები ხეების დასარგველად, რათა ქუთაისი არ დადგეს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე.
როგორც “ენმ”-ში აღნიშნავენ, მერია გამწვანებაზე არ ზრუნავს, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ონკოლოგიური დაავადებების რაოდენობა გაზრდილია.