ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გია ხუხაშვილი: “ხელისუფლების მთავარი პრობლემა მისი ქმედუუნარობაა, ეშინიათ გადაწყვეტილების მიღება”

ხელისუფლება აწყობილია შემდეგ გზავნილზე – იმის შიშით, რომ არაფერი გავაფუჭო, არც არაფერი გავაკეთო. ფაქტობრივად, ხელისუფლება, თავისი შეხედულების მიხედვით, მიმდინარე საკითხებზე კოლექტიურ მურუსიძეს ამუშავებს, – ასე აფასებს “მეტრონომთან” საუბრისას ხელისუფლების მუშაობის განვლილ წლებს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი.

“ხელისუფლების მთავარი პრობლემა მისი ქმედუუნარობაა. მმართველობითი სისტემა მოშლილია. სისტემა, რომელიც თავის თავში გადაწყევტილების მიღებას, ფორმირებასა და შემდგომ იმპლემენტაციას გულისხმობს, მოშლილია. ხელისუფლება აწყობილია შემდეგ გზავნილზე – იმის შიშით, რომ არაფერი გავაფუჭო, არც არაფერი გავაკეთო. ფაქტობრივად, ხელისუფლება, თავისი შეხედულების მიხედვით, მიმდინარე საკითხებზე კოლექტიურ მურუსიძეს ამუშავებს.

არანაირი სისტემური გადაწყევტილება, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას, ეკონომომიკურ-პოლიტიკურ განვითარებას გამოიწვევს, არაა მიღებული. ეშინიათ, რომ რამე არ შეეშალოთ. ეს არის მთავარი პრობლემა. მათი მთავარი შეცდომაც სწორედ ეს არის – არ შეუძლიათ სერიოზული სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება არ სურთ”, – განაცხადა ხუხაშვილმა..

იტვირთბა....