ავღანეთიდან ტრანზიტული ვიზიტით საქართველოს პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ეწვია. ინფორმაციას გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
პოლონელ კოლეგას გიორგი მარგველაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა, სადაც ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე იმსჯელეს, საუბარისას განიხილეს 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის პრეზიდენტ დუდას შესაძლო ვიზიტი, ასევე მხარეებმა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო აგრეთვე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და ნატოს მომავალ სამიტს.