პეკინის ქუჩაზე ზებრა გადასასვლელზე ქალს მანქანა დაეჯახა. ამის შესახებ “ნეტგაზეთი” თვითმხილველზე დაყრდნობით წერს.
“მეტრონომს” შსს-ში უთხრეს, რომ ქვეითს მანქანა დაეჯახა. გამოძიება კი სსსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწოყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.