ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ევროპულმა საქართველომ” საზმაუს ბორდის წევრად კვლავ ნინია კაკაბაძის კანდიდატურა წარადგინა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად საპარლამენტო უმცირესობა კვლავ ნინია კაკაბაძეს ასახელებს. პარლამენტს საბჭოს ოთხი წევრი უნდა შეერჩია, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით მხოლოდ ორი წევრი დაამტკიცა, უმრავლესობის კანდიდატი ზაზა შათირიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებული კანდიდატი ბესიკ ლილუაშვილი.

სახალხო დამცველის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ზვიად დევდარიანმა, მის მიმართ გამოთქმული სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო კანდიდატურა მოხსნა, ხოლო საპარალმენტო უმცირესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ჟურნალისტს ნინია კაკაბაძეს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. კაკაბაძის კანდიდატურას მხარი მხოლოდ 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 40-მა დეპუტატმა მისცა ხმა.კანდიდატის დასამტკიცებლად კი 75 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია 12 კანდიდატს მისცა. ნინია კაკაბაძემ კომისიისგან ყველაზე დადებითი შეფასება მიიღო. ამის შემდეგ კი კაკაბაძის კანდიდატურა საპარლამენტო უმცირესობამ წარუდგინა პარლამენტს.

იტვირთბა....