შუქრუთის მაღაროში ნგრევის შედეგად დაღუპული მუშის ცხედარი ჯერ არ უპოვიათ, – ამის შესახებ საქართველოს მეტალურგიული და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის პირველადი პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან მაჩიტიძემ განაცხადა.
„მადნის მოპოვების სამუშაოების შესრულებისას ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. მაღაროში მყოფი მუშებიდან ერთ-ერთი მათგანი ამ დრომდე არ ჩანს. ის სავარაუდოდ გარდაცვლილია. ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია”,- განაცხადა მაჩიტიძემ.
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა. პირველი არხის ინფორმაციით, მაღაროს ჩამონგრევის შედეგად გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლამდე ზაზა აბრამიშვილი ნანგრევების ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი