კახეთში საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებული დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ნაწილი დაიწვა. შემთხვევა გუშინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მოხდა.
ხანძრის შედეგად განადგურებულია თავშესაფრის ჭერი, საოჯახო ტექნიკა და ავეჯი. წინასწარი ინფორმაციით, აალება ელექტრო სადენებიდან დაიწყო და მთელ სახლზე გავრცელდა. ცეცხლმა დაახლოებით 3 კვ.მ. ფართობი გაანადგურა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

