ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კახეთს სჭირდება აეროპორტი და რკინიგზა”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „ახაშენის ღვინის კურორტის“ გახსნის ცერემონიალზე განაცხადა, რომ კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი და უნდა აღდგეს რკინიგზა.

“ამაზე მიდის ფიქრი და ისევ და ისევ კერძო სექტორთან პარტნიორობით ჩვენ შევძლებთ, კახეთში პირველ ეტაპზე განხორციელდეს პირდაპირი ჩარტერული რეისები, შემდგომში შესაძლოა, რეგულარული რეისებიც დაინიშნოს. ახალი რკინიგზის გაყვანა მოგეხსენებათ, ჯდება უზარმაზარი თანხები და კახეთის მიმართულებით ჩვენ გვაქვს რკინიგზა, რომელიც ჯერ არ არის ბოლომდე განადგურებული და სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს რკინიგზა აღდგეს. ტურიზმი რკინიგზის გარეშე წარმოუდგენელია“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შგახსენებთ, საქართველოს კვირიკაშვილმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი სასტუმრო “ახაშენი ღვინის კურორტი“ გახსნა, რომელიც კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდებარეობს. Akhasheni Wine Resort სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში“, DCFTA-სა (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პროექტი) და „საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსებით აშენდა.

 

იტვირთბა....