ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მე ისტორიის სახელმძღვანელოში შევალ, პოროშენკო კი – კრიმინალურ ქრონიკაში”

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მხოლოდ კრიმინალურ ან სასამართლო ქრონიკაში მოხვდება. მისი თქმით, ის სასამართლოში თავს აუცილებლად დაიცავს და პოროშენკოს წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს.
“ჩემზე ნუ დარდობს. მე უკვე ისტორიის სახელმძღვანელოებში ვარ, ხოლო ეს გაუგებრობა პოროშენკო კი, მხოლოდ კრიმინალურ ან სასამართლო ქრონიკაში თუ მოხვდება“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, 24 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ სპეცსამსახურების მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინელი დეპუტატის, ნადეჟდა სავჩენკოს მხილება „სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებში შეტანას იმსახურებს“.

იტვირთბა....