სომალის დედაქალაქ მოგადიშოში პრეზიდენტის სასახლესთან ტერაქტი მოხდა. ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18 დან 45-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Imedines.ge აქვეყნებს Africanews-ზე დაყრდნობით.
ტერორისტებმა ორი ავტომობილი, ერთი პრეზიდენტის სასახლესთან, მეორე კი სასახლესთან ახლოს მდებარე სასტუმროსთან ააფეთქეს. აფეთქებას სროლაც მოჰყვა. ტერაქტის შედეგად ხუთი ტერორისტი დაიღუპა, ერთი კი მიიმალა.
მომხდარზე პასუხიმგებლობას იმავე წყაროს ცნობით, „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული „აშ-შაბაბი“ კისრულობს.
წყარო: Imedinews.ge