თბილისში, რუსთაველის გამზირზე სამი ავტომობილის ერთმანეთს შეეჯახა. ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას ონლაინგამოცემა netzgazeti.ge აქვეყნებს.
შსს-ს ინფორმაციით, გარდაიცვლილია ერთი ადამიანი, ხუთი კი დაშავებულია. დაშავებულთა მდგომარეობა იმავე გამოცემის თანახმად სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

