ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

26 მარტამდე საქართველოში წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

26 მარტამდე საქართველოს ტერიტორიაზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი და ძლიერი ქარი.

„26 მარტამდე საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია 26 მარტის დღის მეორე ნახევრამდე მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწიოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა.

იტვირთბა....