ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს რუსთავის საქალაქო სასამართლომ პირობითი სასჯელი მიუსაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს რ. გ.-ს პირობითი სასჯელი მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის საქალაქო სასამართლო ავრცელებს, რომლის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბრალდებული ოჯახის წევრების თანდასწრებით შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს და მოუწოდებდა მას, წასულიყო სახლიდან.

„საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებული რ.გ. 2008 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ლ.ბ.-სთან თანაცხოვრების უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, 2017 წლის იანვრის თვიდან, 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით,რ.გ. სისტემატურად, არასრულწლოვანი შვილების: გ.გ.-ს და რ.გ.-ს თანდასწრებით, მეუღლეს ლ.ბ.-ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა უწმაწური სიტყვებით, ცულით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და მოუწოდებდა, რომ წასულიყო სახლიდან, აღნიშნული ქმედებებით ლ.ბ.-ი განიცდიდა ტანჯვას.“- ნათქვამია სასამართლოს ინფორმაციაში.

სასამართლო ინფორმაციით, მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულს ერთი წლის ვადით თავსიუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ხოლო იმის გათვალისწინებთ, რომ ბრალდებული აღიარებდა და ინანიებდა დანაშაულს, სასამართლომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანაშაული მას პირობითად ჩაუთვალა.

„რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდებული რ.გ დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა, რის საფუძველზეც სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული რ.გ. აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაუთვალა პირობითად“, – ნათქვამია რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....