საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
“მისი უწმინდესობა წმინდა სინოდის წევრებთან ერთად ბრძანდებოდა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში. მან მიუსამძიმრა ოჯახს და ასეთი რამ განაცხადა, რომ ეს არ არის მარტო ოჯახის ტრაგედია, ეს არის მთელი ჩვენი ერის და მთელი ჩვენი ქვეყნის ტრაგედია.
მან ასევე უთხრა ოჯახის წევრებს, რომ მათი შვილი ცოცხალია, მარადიულად არის, ადამიანის სული არასდროს კვდება და მათ ეს უნდა დაიჯერონ”, – განაცხადა მამა შალვამ კეკელიამ ჟურნალისტებთან.