ამ წუთებში პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს.
ადა მარშანიამ კონსტიტუციაში არსებული იმ ჩანაწერის შეცვლის საკითხი დასვა, რომლის თანახმად, “საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური“. მარშანია გამოვიდა წინადადებით, აღნიშნული ჩანაწერის რედაქციულად შეცვლის შესახებ.
ამის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ არსებული ჩანაწერი ბევრად კარგია, ვიდრე შემოთავაზებული ვარიანტი.
სწორედ კობახიძის ამ განმარტებას მოყვა “პატრიოტთა ალიანსის” წევრის ფრაზა – მან კობახიძეს უმწიფარი პარლამენტის თვმჯდომარე უწოდა.
არ მინდა გავაჟღერო არგუმენტი, რაც მე მოვისმე, თუ რატომ არ გინდათ ამ რედაქციის გაკეთება, რადგან ეს ჩემი სამშობლოა და არ მინდა ის დავაზიანო. არგუმეტი, რაც მე მოვისმინე, ისეთი სირცხვილია, რომ გაჟღერებაც არ მინდა. საფუძველი მაქვს თქვენ დიდი უნდობლობა გამოგიცხადოთ და საერთოდ, ამ პარლამენტში თქვენს წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დავიწყო. უმწიფარი პარლამენტის თავმჯდომარე!“, – განაცხადა მარშანიამ.