თელავის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ბადურ რევაზიშვილი და მოქალაქე გიორგი მოსიაშვილი დაუპირისპირდნენ.
მანამდე კი რუისპირისა და იყალთოს მოსახლეობა დღის წესრიგში გაყიდული მიწების პირველ საკითხად გატანას ითხოვდა. მათი თქმით, რუისპირში 45 ჰა საძოვარი ფარულად გაასხვისეს. ხოლო იყალთოში კიკაბაურის ტერიტორიის გაყიდვა იგეგმება.
საკრებულოს თავმჯდომარემ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა და მათი დარბაზიდან გაყვანა მოითხოვა.
დაპირისპირების გამო საკრებულოს სხდომა ერთსაათიანი დაგვიანებით დაიწყო.

