სოციალურ ქსელ “Facebook”-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოციალური ქსელის უსაფრთხოების შემოწმება ე.წ. BFF-თი არის შესაძლებელი. კერძოდ, BFF-ს დაწერის შემდეგ თუ ის გამწვანდა, მაშინ თქვენი ანგარიში უსაფრთხოა თუ არადა, სასწრაფოდ უნდა შეცვალოთ პაროლი.
თუმცა, სინამდვილეშიეს ინფორმაცია მცდარია და ВFF მწვანდება იმიტომ, რომ ის “Facebook Delight”-ის ფრაზების სიაშია (როგორებიცაა, მაგალითად, congrats ან xo), რომლებიც ყოველთვის გამოირჩევა ფერით პოსტებსა და კომენტარებში, ხოლო მათზე ხელის დაჭერით სპეციალური ანიმაცია ჩნდება.

