ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ქუმსიშვილი: “გუდაურში, პირველადი ინფორმაციით, შეცდომა ოპერატორმა დაუშვა”

ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 16 მარტს, გუდაურში მომხდარი შემთხვევა ძაბვის ვარდნის შემდეგ ადამიანურმა შეცდომებმა გამოიწვია.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ამოღებული ჩანაწერებიდან, რომელსაც იძლევა მოწყობილობაში ჩამონტაჟებული სპეციალური მეხსიერება, დადგინდა, რომ ნამდვილად 16 მარტს იყო ძაბვის ვარდნა, რომელმაც გამოიწვია საბაგიროს გაჩერება, თუმცა საბაგიროს გაჩერების შემდეგ ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით.

”დღეს არსებული დასკვნით ოპერატორმა დაუშვა შეცდომა. ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მან განახორციელა არ იყო თანხვედრაში იმ ქმედებებთან, რომელიც გაწერილია ინსტრუქციაში. შესაბამისად, ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტს გუდაურში მომხდარი ინციდენტის შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.

იტვირთბა....