სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს ორი მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გაიტაცეს. იოსებ გუნდიშვილი, აძვის მცხოვრებია ხოლო დავით გერკეული კი სოფელ ახალუბნის მცხოვრები. ეს ორი სოფელი საოკუპაციო გამყოფ ხაზს ესაზღვრება.
ისინი ერთად აძვის ეკლესიაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ე.წ. საზღვის უკანონოდ გადაკვეთისთვის დააკავეს. ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა დავით გერკეულის დედამ, რომელმაც თქვა, რომ ეს ამბავი ახლა გაიგო. მისი თქმით, სალოცავში ამ ორი სოფლის მაცხოვრებლები ხშირად დადიან, თუმცა აქამდე ისინი არავის დაუკავებია.
“სალოცავში იყვნენ, ზევით, სანთლები უნდა დაენთოთ. მეორე ბიჭის მშობელთან მივდიოდი, რომ გავიგო რახდება. წმინდა გიორგის სალოცავია. ავდივართ ხოლმე მანდ. არაფერი არ იყო ხოლმე. არ ვიცი საიდან გადმოვიდნენ. ბიჭებმა იცოდნენ, რომ ესე იყო, მარტო მე არ ვიცოდი” – ლალი მაჭარაშვილი.
შემთხვევა დღეს, ცოტა ხნის წინ მოხდა. საქართველოს ორი მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გაიტაცეს.