ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოკლული ბიზნესმენის, ნუგზარ კახიძის შვილიშვილი: “ბაბუაჩემს კონფლიქტი არ ჰქონია”

მოკლული ბიზნესმენის, ნუგზარ კახიძის შვილიშვილი “რუსთავი 2”-თან საუბრისას ამბობს, რომ მის ბაბუას კონფლიქტი არ ჰქონია.

“ბაბუაჩემს არასდროს კონფლიქტი არ ჰქონია. ბაბუაჩემი ასეთი რაღაცებისგან შორს იყო,“- ამბობს თათია კახიძე. მისი თქმით, პრობლემებისა და კონფლიქტის შესახებ ოჯახმა არ იცოდა.

ოჯახის ახლობელი ელდარ ხვისტანი ყვება, რომ თავდამსხმელი ბიზნესმენთან ბინაში მივიდა და როცა კარზე ზარი დარეკა, სავარაუდოდ, სროლა დაიწყო. შედეგად დაჭრილია ოჯახის დამხმარე ქალიც.

ნუგზარ კახიძეს მკვლელი, სავარაუდოდ, საცხოვრებელ კორპუსთან ელოდებოდა, მას შემდეგ კი, რაც მსხვერპლი ბინიდან არ გამოვიდა, სახლში მიაკითხა.

„მისცა ზარი, დამხმარე ქალმა კარი გამოაღო, ბატონი ნუგზარიც, ალბათ, კართან იდგა და იმ წუთში სროლა დაუწყო. როგორც ვიცი, 4 ტყვია აქვს მორტყმული, ისე 7 ტყვიაა გასროლილი,“- განაცხადა ოჯახის ახლობელმა, ელდარ ხვისტანმა.

ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, საკუთარ სახლში, გუშინ მოკლეს. მას სავარაუდოდ, 30 წლამდე მამაკაცმა ესროლა. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

იტვირთბა....