ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ქართული მარში”: “10 000 ადამიანი გამოვა და “რუსთვი 2″-ის პარალიზებას მოვახდენთ”

“ქართული მარშის” წევრებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს და აქცია დააანონსეს. მათი განცხადებით, უახლოეს მომავალში აქცია დაანონსდება და მოხდება არხის პარალიზება იქამდე, სანამ გიორგი გაბუნია ბოდიშს არ მოიხდის.

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-თან 19 მარტს პოლიციამ ქართული მარშის 5 წევრი დააკავა. ისინი გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ შემდეგ რეპლიკას აპროტესტებდნენ. “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”-თქვა გაბუნიამ.

იტვირთბა....