ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

კობახიძე: ” ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრება”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კვიპროსის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეიძლება გადაიჭრას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დიმიტრის სილურისის ვიზიტს ისტორიული უწოდა და საქართველოსა და კვიპროსის საერთო პრობლემებზე ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის უკვე 25 წელია დამყარებულია დიპლომატიური ურთიერთობები, დღემდე ასეთი მაღალი დონის საპარლამენტო ვიზიტი საქართველოში კვიპროსის მხრიდან არ ყოფილა. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგას საქართველოში ჩამობრძანებისთვის. დარწმუნებული ვარ, მისი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში. ჩვენი ურთიერთობები ამ 25 წლის განმავლობაში ძალიან პოზიტიურად და დინამიკურად ვითარდებოდა. გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობა და კულტურული კავშირები. ასევე, ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, რაც არის მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის კუთხით. ჩვენ ხაზი გავუსვით კვიპროსის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ასევე, განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა, უსაფრთხოების გარემო. ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები, რომელიც დაკავშირებულია ტერიტორიულ მთლიანობასთან და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთად დგომა იმისათვის, რომ ჩვენი საერთო პრობლემები ერთობლივი ძალისხმევით გადავჭრათ. რა თქმა უნდა, ეს პრობლემები შეიძლება გადაიჭრას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, რასაც ალტერნატივა არა აქვს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....