ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ქუმსიშვილი საბაგიროს თემაზე: “დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს”

„საბაგირო გზა იყო შემოწმებული, თუმცა, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა… აუცილებლად, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ის, ვინც ამაში დამნაშავედ გამოვლინდება,“ – ეს განცხადება “კურიერთან”, ვიცე პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმაგუდაურში მომხდარი შემთხვევის შეფასებისას გააკეთა.

დიმიტრი ქუმსიშვილი გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საბაგიროს დეკემბრის ბოლოს ჩაუტარდა შემოწმება.

„აუცილებლად, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ის, ვინც ამაში დამნაშავედ გამოვლინდება. ვფიქრობ, რომ აქ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

გუდაურში დაახლოებით ერთი საათის წინ, საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საბაგიროს დაზიანების მიზეზი ძაბვის ვარდნა იყო.

იტვირთბა....