ახალი ამბები მთავარი სამართალი

ყაზბეგის მერი: “პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა”

ზუსტად ვერ გეტყვით გამომწვევ მიზეზებს, გამოძახებული არიან ექსპერტები და ისინი დაადგენენ მიზეზებს, – აცხადებს “მეტრონომთან” საუბრისას ყაზბეგის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი.

“გამოძახებული არიან ექსპერტები და ისინი დაადგენენ მიზეზს. მე გამიჭირდება ახლა რაიმეს თქმა. აქამდე არაფერი მსმენია, რომ საბაგირო დაზიანებული ყოფილლიყოს”, – აცხადებს ზაგაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში საბაგიროს წყობიდან გამოსვლის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროზე დენი გაითიშა. მაშველებს ტურისტები ავარიული დაშვებით ჩამოყავთ.

იტვირთბა....