ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პირველი უმაღლესი პროფესიული კოლეჯი თელავის უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნება

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, საქართველოში პირველი, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულების უმაღლესი პროფესიული კოლეჯი ამოქმედდება. ინფორმაციას Reginfo ავრცელებს.

განახლებული პროფესიული პროგრამების დანერგვისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობის განსახილველად, თელავის უნივერსიტეტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და სოფლის მეურნეობის მინისტრები, კახეთის რეგიონის გუბერნატორთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ესწვივნენ. სტუმრებმა ის ობიექტები დაათვალიერეს, სადაც რეაბილიტაციის შემდეგ, სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები და სასწავლო-პრაქტიკული სამუშაოები ჩატარდება.

„კახეთის რეგიონის განვითარებისთვის, თელავის უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი ტიპის სასწავლო პროფესიული დაწესებულების დაარსება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან იმ რეფორმების ფონზე, რაც ქვეყანაში აგრარული მიმართულებით ხორციელდება, კახეთი პროფესიული კადრების დეფიციტს განსაკუთრებით განიცდის“, – თქვა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, მთავრობის ძალისხმევით და საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით, პროექტი მჭიდრო ვადებში განხორციელდება.

იტვირთბა....