ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავის რაიონულმა სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

“რუსთავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობის  ჩადენაში ბრალდებული  ე.ი. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2017  წლის 28 ივლისს, დაახლოებით  05:00 საათიდან  07:00 საათამდე პერიოდში,  ე.ი.-მ,  ქ. რუსთავიდან სოფელ აგთაკლიაში გამგზავრების მიზნით იქირავა  შ.ს.-ის  ავტომანქანა. მიიყვანა ის სოფელ აგთაკლიის ერთ-ერთი უბნის  ჩიხში,  სადაც  დანის გამოყენებით,  სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების  მუქარით,   მართლსაწინააღმდეგო  მისაკუთრების მიზნით შ.ს.-ს  გასტაცა  თანხა 100 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ე.ი. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ე.ი. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  6  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იტვირთბა....