ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რომანოვების სასახლის რეაბილიტაციაზე მუშაობა იწყება

რომანოვების სასახლის რეაბილიტაციაზე ლიკანში მუშაობა იწყება. საპარტნიორო ფონდის დირექტორმა დავით საგანელიძემ  განაცხადა, რომ სასახლის რეაბილიტაციაზე სამი კომპანია მუშაობს. ინფორმაციას ტელეკომპანია “მაესტრო” ავრცელებს.

ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ტერიტორიის რეკონსტრუქციაზე, შენობის რეაბილიტაციასა და მუზეუმოგრაფიის მიმართულებით მუშაობენ – რაც მთელ შენობაში მუზეუმის განთავსებას ითვალისწინებს.

რომანოვების სასახლის სარეაბლიტაციო სამუშაოები ზაფხულის ბოლოს დაიწყება. თუმცა მანამდე საპარტნიორო ფონდი ლიკანში კომპანიების მიერ წარმოდგენილი სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო პროექტების პრეზენტაციას გამართავს.

საგანელიძის თქმით, სამუშაოების მთლიანი ღირებულება პროექტების შეფასების შემდეგ განისაზღვრება.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია, ე.წ. რომანოვების სასახლე სამართავად საპარტნიორო ფონდს ეკონომიკის სამინისტრომ 2016 წელს გადასცა.

იტვირთბა....