aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ზაზა ხუციშვილი: “ევკალიპტის გადატანისას მოჭრილ თითოეულ ხეში სერიოზული საკომპენსაციო თანხაა გადახდილი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი “მეტრონომთან” საუბრისას ქობულეთის რაიონ სოფელ კვირიკეში ხეების მოჭრის ფაქტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მეპატრონეების სურვილით მოხდა.

“ნებისმიერ შემთხვევაში, ხე-ტყის მოჭრა არასასურველი ფაქტია. თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოში, სხვადასხვა მიზნებისთვის, ათეული ათასობით მეტრ-კუბი ხე იჭრება. ეს არის სოციალური ჭრები მასალისთვის, შეშისთვის და ა.შ. როდესაც ამა თუ იმ ხის მოჭრის აუცილებლობა დგება, არსებობს გარკვეული კომპენსაციის წესები. აუცილებლობა შეიძლება გამოწვეული იყოს გზის გაყვანით, მშენებლობით ან ა.შ.

კონკრეტულ მომენტში რა ინფორმაციაც მაქვს, თითოეულ ამ ხეში გადახდილია ძალიან სერიოზული საკონპენსაციო თანხა. თითონ იმ დიდი ხის შემთხვევაში მეპატრონემ საკუთარი ნებით მიყიდა შემკვეთს. გზაზე კი, სადაც ჩამწკრივებული იყო ხეები, ისიც კერძო საკუთრებაშია და იქაც ადამიანებმა მიიღეს კომპენსაცია. ნებისმიერ შემთხვევაში ვადასტურებ, რომ ხის ჭრა არ არის სასურველი პროცესი. ყველა ვარიანტში უნდა იყოს მცდელობა, რომ რაიმე გზით ხის ჭრის აცილება მოხდეს. თუმცა, როდესაც ასე არ ხდება, არსებობს გარკვეული წესები კომპენსაციის გადახდის”, – აცხადებს ხუციშვილი.

შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სოფელ კვირიკეში მცხოვრები რეზო ხარაზი სოციალურ ქსელში გაჩეხილი ხეების ფოტოებს აქვეყნებს.

მისი განცხადებით, ხეებს ევკალიპტის გადატანის გამო ჩეხავენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ.

გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” ხარაზმა  წარმოადგინა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული წერილი, სადაც, მისი თქმით, წერია, რომ „არავითარი დენდროლოგიური პარკი არც განიხილება და არც კეთდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“

მისი თქმით, ყოფილ პრემიერს ხეები მხოლოდ საკუთარი ინტერესისთვის გადააქვს.

„ხალხი შეჰყავს შეცდომაში, ხალხს ატყუებს. ძალიან ბევრ ადმიანს სჯერა, თითქოს ეს კაცი სიკეთეს აკეთებს, მაგრამ სამწუხაროდ, გვერდით რჩება ის პროექტები, რომელიც მან დააანოსა,“ – განაცხადა რეზო ხარაზმა.

ამავე გადაცემაში ხარაზის ამ განცხადებას უპასუხა ქართუ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი უძილაურმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ ის ინფორმაციას არ ფლობს.

იტვირთბა....