თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ მერიის გადაწყვეტილებას გავლენა არ ექნება “სითი პარკის” მიერ, უკვე გამოწერილ ჯარიმებზე. მისი თქმით, ჯარიმის გადახდა მოუწევთ იმათ, ვისაც ის დაკისრებული ჰქონდა.
“ჯარიმების გადახდა მოუწევთ, იმათ ვისაც ის დაკისრებული ჰქონდა, თუ ეს ჯარიმა არასამართლიანად არ არის გამოწერილი , რასაც სამწუხაროდ, ხშირად ჰქონდა ადგილი ამ კომპანიის მხრიდან,” – აღნიშნავს მერის მოადგილე.
დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის მერია 10 აპრილიდან კომპანია “სითი პარკთან” ხელშეკრულებას წყვეტს და მის ფუნქციებს დროებით თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეითავსებს.